"მე რატომ უნდა დავდანაშაულდე?!" | ბათუმელი ბაიკერის თქმით, დაეჯახა სამართალდამცავი, რომელიც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

გამოქვეყნდა:

ბათუმელი ბაიკერი, ზურაბ მგელაძე სამართალდამცავებს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში ავარია მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ დაეჯახა სამართალდამცავი, რომელიც არაფხიზელი მართავდა მანქანას.

ზურაბ მგელაძე ამბობს, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის დააჯარიმა. ავარიის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მოტოციკლეტი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ზოლში გადასახვევად უხვევს, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მანქანა ეჯახება. მგელაძემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

"პიროვნება, რომელიც საჭესთან იჯდა ადგა და დაიმალა, წავიდა, გაქრა. შემდეგ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ერთი ეკიპაჟი მოვიდა, ვკითხე ამათ მძღოლი სად არის, ამათ არ დაუნახავთ, ამათ ეგონათ მძღოლი პიროვნება, რომელიც მას ახლდა, თეთრი მაისურით, ისიც ასევე აღმოჩნდა, რომ არის სასაზღვრო პოლიციელი... ეს პიროვნება ბევრს ეცადა, მე არ ვიცი იმ კაცის დანაშაული უნდა გადაეფარა, რა იყო არ ვიცი, ვიღაც ინვალიდი კაცი მოიყვანეს, მე ვუთხარი ეს კაცი არ იჯდა და ვერ დაჯდებოდა საჭესთან მეთქი. შემდეგ რომ მოვიდა სხვა ეკიპაჟი და რომ მოვითხოვეთ ეს პიროვნება, სადღაც 5 წუთში გამოჩნდა ეს პიროვნება, მართლაც აღმოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში. იმას თუ შეუძლია ნასვამ მდგომარეობაში მაღალი სიჩქარით სიარული, არასწორი მანევრირებები, ზოლიდან ზოლში გადმოსვლა, ჩემი ფაქტობრივად სასიკვდილოდ გამეტება ადამიანის, მე რატომ უნდა დავდანაშაულდე, იქაა კამერები. ან საპატრულო შეიყვანეს შეცდომაში, ან ვიღაცამ ხელი დააფარა", - ყვება მგელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს და ავტომობილის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი