"ქუთაისი გახდება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი" - ენმ-ს კანონპროექტი პარლამენტში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საპარლამენტო და ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის დასაბრუნებლად პარლამენტს მიმართავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ქუთაისისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ეს "ნაციონალური მოძრაობისა" და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომპოტივი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა - ამბობს რომან გოცირიძე. 

თავად გრიგოლ ვაშაძემ კი თქვა, რომ კანონპროექტში ქუთაისის მოსახლეობის დაკვეთაცაა ასახული - ბიუჯეტის გაორმაგება, პოლიციის უფროსის მოქალაქეების მიერ არჩევა, სამინისტროსა და უწყებების წარმომადგებლობების გახსნა ქუთაისში. "ეს არის ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი