"პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ მავნებლობაა" | ბრეგაძე ინფორმაციას რაოდენობაზე უარყოფს და პროპაგანდას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! -  წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და გავრცელებულ ინფორმაციას "ოცნების" სტილში, პროპაგანდისტული განცხადებით უარყოფს.

"პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.
ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.
დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას! " წერს ბრეგაძე.

ადვოკატების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების რამდენიმე  დაწესებულებაში  პატიმრებმა  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.  შიმშილობის  მიზეზი ოცნების  ამნისტიასა. ბრალდებულები  და მსჯავრდებულები შერჩევით სამართალს აპროტესტებენ და ამნისტიის გავრცელებას უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას ითხოვენ. 

უკვე მეოთხე დღეა 20 პატიმარი შიმშილობს  ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში . პროტესტს სხვა ციხეებში შეუერთდნენ ქალი მსჯავრდებულებიც. 

"მთავარს" დაუკავშირდა  რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი