ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, თბილისის მოგების რეალური შანსი უკვე დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გაერთიანებას აქვს | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

თბილისის მოგების რეალური შანსი უკვე დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გაერთიანებას აქვს - ამბობს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ეთერში, ეკა კვესიტაძის "განსხვავებულ აქცენტებში" საუბრისას.  

"ჩვენ ვაპირებთ მუშაობას, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ძალიან მოკლე მაგალითი ამისი - თბილისში, ჩვენი და "გირჩი-დროას" ჯამი და ეს კომბინაცია არის ყველაზე უფრო სინერგიული იმიტომ, რომ მექანიკურად კი არ იკრიბება ჩვენი ჯამი, არამედ სინერგიის დამატებით რამდენიმე პროცენტსაც იძლევა, დღეს 18-ით 21-ია ნედლი ციფრები, ალოკაციით არის სადღაც 25-ით 25 დაახლოებით. თბილისის მოგების რეალური შანსი უკვე დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გაერთიანებას აქვს. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ყველგან მუშაობას, ჩვენ ვაპირებთ გამოცხადებას აბსოლუტურად გადამწყვეტი ბრძოლის, გამარჯვებისთვის ბრძოლის რუსული რეჟიმისთვის რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება." ამბობს ნიკა გვარამია 

შეგახსენებთ,  პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" გაერთიანდნენ და ოქტომბრის არჩევნებში ერთად, ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი