Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ - ნათია თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ. 

თურნავამ ამის შესახებ Euronews Georgia-ზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, Wizz Air საქართველოს მიმართულებით ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს, Ryanair კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება მიმოსვლა Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რა სიხშირითა და მიმართულებებით იქნება ფრენები - ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ, - ამბობს თურნავა. 

მეტი დეტალის გასარკვევად "მთავარი არხი"  დაუკავშირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. როგორც  იქ გვითხრეს, მათ Wizz Air-ისა და Ryanair-ის მიერ ფრენების აღდგენაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. 

ცნობისთვის, რეგულარული საერთაშორისო ფრენები ამჟამად 1-ელ ნოემბრამდეა გადადებული. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, ფრენები მაისის ბოლოდან უნდა აღდგენილიყო ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით - პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ 1-ლი ოქტომბერი, ბოლო კი 1-ლი ნოემბერი დაასახელა. 

30 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ თქვა, რომ რეგულარული ფრენების დაშვებას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოყვებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი