პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი დღეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა და ამის გამო, ქვეყანაში არანაირი მკაცრი შეზღუდვა აღარ დაწესდება. ამბობს, რომ მოსახლეობამ მხოლოდ მარტივი წესები უნდა დაიცვას: "პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიების წესების დაცვა"..
მისივე თქმით, "ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება". გახარია ამბობს იმასაც, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, ქვეყანაში არანაირი მკაცრი შეზღუდვა და ჩაკეტვა აღარ იქნება.
ამ ეტაპზე, ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე ჩვენ მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება, - ამბობს გახარია.
ცნობისთვის, ლარი ისტორულ მინიმუმს უახლოვდება და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3 ლარად და 21 თეთრადაა შესაძლებელი. ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეების გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად რეზერვი, 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა გაუფასურება არც ამას შეუჩერებია.
რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 126 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: