მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა - უკრაინული მედია ინფორმაციას ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაცია  დაადასტურა  ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმაც:

"უბედურება. ცნობილი გახდა, რომ ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჭრილობა სიცოცხლეს არ შეესაბამებოდა. ლვოვის საზოგადოება გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ყველას, ვინც იცნობდა და უყვარდა ის" აცხადებს მერი. 

შეგახსენებთ, ფარიონის ლვოვში 19 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავში ჭრილობები მიაყენეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. თავდამსხმელი გაიქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი