უკრაინის პოლიცია რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობის სავარაუდო მონაწილის ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული პოლიცია ახალგაზრდა კაცის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, შესაძლოა რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობის მონაწილე იყოს. ოფიციალურ განცხადებას თან ერთვის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც აღნიშნული პირის გადაადგილება ჩანს სავარაუდოდ დანაშაულის ადგილას. მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა, 170-180 სმ სიმაღლის.

ირინა ფარიონს ლვოვში საკუთარ სახლთან, ორი დღის წინ დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას ჭრილობები თავის არეში მიაყენეს. ყოფილი დეპუტატი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში შეყვანიდან მალევე დაიღუპა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი