ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო ერი, რათა დავამარცხოთ ტრამპი; ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ | ჰარისი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის მიერ, მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ეხმაურება. ის ადასტურებს რომ დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზი კანდიდატი იქნება. ჰარისი მადლობას უხდის მოქმედ პრეზიდენტს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის ერთიანობისა და დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის: 

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ." აღნიშნავს ჰარისი.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. დონალდ ტრამპმა კი ამ ყველაფერზე განაცხადა, რომ მისთვის ჰარისის "დამარცხება უფრო ადვილი იქნება". 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი