EU-მ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და გადაწყვეტილებას მიესალმება:

"საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან.
სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის ევროკავშირს:

"მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით" აღნიშნავს არარატ მირზოიანი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი