ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

"პირველად ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

დახმარების მიზანი სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება.

"ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტულად, მიღებული დახმარების ღონისძიება საშუალებას მისცემს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი განლაგებული კარვების ბანაკის უზრუნველყოფას

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი