საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების შესაცვლელად მზად არიან. ექსპერტები ადასტურებენ, რომ ახალი სოციოლოგიური კვლევა და მონაცემები, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა, ადასტურებს მოქალაქეების სრული უმრავლესობის მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა 31 ოქტომბრის არჩევნებში. ქვეყანაში ამომრჩეველთა 74%- 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“ მიიღებს.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მონაცემებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა ის ფაქტი, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მალავს მომავალ არჩევანს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით ასევე "ქართული ოცნების" მომავალ კრახზე მიანიშნებს. პოლიტიკურთან ერთად IRI კვლევები რამდენიმე სხვა პუნქტსაც შეიცავს - მათ შორის კვლევას მედიასთან დაკავშირებით.
კვლევა 4-დან 21 აგვისტოს შუალედშია ჩატარებული. ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.5%-ია.