"ერთმა კაცმა არა, მთლიანმა კლანმა ესროლა"- რაგბის კავშირში მომხდარი დაჭრის დეტალები 

გამოქვეყნდა:

იუნკერთა ნაკრების დაჭრილი კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის ახლო მეგობარი "მთავართან" რაგბის კავშირში მომხდარი შეიარაღებული გარჩევის დეტალებს ყვება. 

დათო ცხვედიანი ინციდენტის დროს შენობაში იმყოფებოდა და ამბობს, რომ შემთხვევის დროს, შეიარაღებული მერაბ ბესელია მთვრალი იყო.  

მერაბ ბესელია უკვე 24 საათია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, თუმცა გამოძიება მისთვის ბრალის წარდგენას არ ჩქარობს.

მორაგბეები დღეს უკვე აღარ ერიდებიან კრიმინალური გარჩევის დეტალებზე საუბარს. ცხვედიანი ამბობს რომ ანგარიშსწორების მიზეზი რაგბის კავშირიდან გამქრალი, გაფლანგული მილიონების საქმეა, თუმცა გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს და აბსურდულს უწოდებს.

დაჭრა რაგბის კავშირში გუშინ, 16 სექტემბერს მოხდა. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. დაკავებულია  ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი