რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა

გამოქვეყნდა:

ოფიციალური ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს ტანაკა აკიჰიკოს, Toyota Motor Toyoda Akio-ს საბჭოს თავმჯდომარეს, Rakuten-ის კორპორაციის დამფუძნებელ მიკიტანი ჰიროშისა და სხვებს. 

ლავროვის უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის დაწესებული სანქციებია". 

სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთში შესვკა სამუდამოდ აეკრძალათ.

შეგახსენებთ პრაქტიკულად იგივე საფუძველზე რუსეთმა დღეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც დაასანქცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი