უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ "კავკაზის" პორტში რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა მათი სპეცოპერაცია იყო

გამოქვეყნდა:

"კავკაზის" პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო - ინფორმაციას უწყება თავადვე ადასტურებს. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მტრის ბორანს „სლავიანინს“ პორტ „კავკაზში“.

„ოკუპანტებმა ეს ბორანი გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, ძრავიანი მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად. „სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავდა მითითებულ რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის, მისი აღჭურვილობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას.“ - აცხადებენ გენშტაბში

რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კავკაზის" პორტში საბორნე გემზე დრონებით თავდასხმა იყო. თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი