საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიულ გზას, გაავრცელა დეზინფორმაცია პარტნიორების წინააღმდეგ | სახდეპის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე, სადაც საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობენ, "ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ ქმედებებსა და რიტორიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით, "ოცნებამ"   ანტიდემოკრატიული ცვლილების დემონსტრირება მოახდინა:

"ეს მოსმენა ძალიან მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევ დემოკრატიის მომავლისთვის საქართველოში. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ გზას, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ურთიერთობები ამერიკასთან. მან დაამტკიცა არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და დეზინფორმაცია გაავრცელა როგორც შეერთებული შტატების, ასევე მისი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც დეკადების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. უცხოური გავლენების კანონი, რომელიც საქართველოს მმართველმა "ქართულმა ოცნებამ"  28 მაისს დაამტკიცა, ანტიდემოკრატიული ცვლილების დემონსტრირებას ახდენს. ეს კანონპროექტი პირდაპირ იმეორებს რუსეთში მოქმედ კანონს და მიმართულია, რომ გააჩეროს კრიტიკული ხმა" - აღნიშნა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი