"ჩემ თავზე არ ყოფილა საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის" | კობახიძე ვარჰეის მხრიდან "მუქარაზე"

გამოქვეყნდა:

"მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები... ჩემ თავზე არ ყოფილა არასდროს საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო"

ამბობს პრემიერი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, ევროკომისარ ვარჰეის "მუქარაზე" საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 23 მაისს, "ერთ-ერთი" ევროკომისარი მუქარაში დაადანაშაულა. გაირკვა, რომ ის ოლივერ ვარჰეის გულისხმობდა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ კობახიძემ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გაავრცელა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი