"ოცნების" საბოლოო უარი ემიგრანტებს | დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების საბოლოო უარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს - ემიგრანტების მოთხოვნის მიუხედავად, მმართველი გუნდი არ აპირებს  დამატებითი უბნების გახსნას, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონამდე ამომრჩევლის ხმა უბრალოდ დაიკარგება. 

ივანიშვილის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან მმართველი უმრავლესობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ოპოზიციურად განწყობილი ქართული დიასპორა. 

გადამწყვეტი არჩევნები რომ რთული იქნება ცხადია. ხელისუფლები ოპონენტები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად დეტალური მონიტორინგისთვის ემზადებიან, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად გეგმავენ მუშობას, იმისათვის რომ დაცული იყო ყველა ხმა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი