გვიან ღამით სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრიკის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების თქმით ორმა პირმა ადგილზე აგურები ორგანიზებულად მიიტანა, შუშები ჩაამტვრია და გაქიცა.

ეს არის ქვა, რომლითაც ქართულ ოცნება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას, ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს. მე მინდა ვუთხრა სამგორელებს, ეს არჩევნები არის თქვენი და ამ ქვის ხანაში დაბრუნებას ყველამ ერთად უნდა უთხრათ უარი, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი