ნაცემი რევაზ მიხანაშვილი რეანიმაციაში რჩება | განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა.

"მთავარის" ინფორმაციით, მიხანაშვილი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის და ინტერპოლის მოქმედი თანამშრომლის, ზვიად მიხანაშვილის ძმა. ზვიად მიხანაშვილი 2018 წელს წყნეთში დაჭრეს, ის კლინიკაშიც იყო მოთავსებული. წყარო გვეუბნება, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. 

საგამოძიებო სამსახურმა უკვე დააკავა ბრალდებული. ადვოკატი, რეზო რევაზაშვილი ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვთ და დაკავებული, დემეტრე რევაზაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

"ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რაში მდგომარეობს ბრალდების არსი, იმიტომ რომ საქმის მასალები ჩვენ არ გადმოგვცემია, მას ბრალდება სავარაუდოდ დღეს უნდა წარედგინოს, უცნობია ასევე მუხლის კვალიფიკაცია, თუ რა მუხლით მოხდება ბრალების წარდგენა, მასალების გადმოცემაც მოხდება სავარაუდოდ დღეს და თუ მოესწრო სასამართლოც დღესვე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხზე.  ამბავი რასაც სავარაუდოდ ეს ამბავი უნდა ეყრდნობოდეს არ არის ადვილი ამბავი, იმიტომ რომ ნაცნობები არიან ყველა ამ პროცესში ჩართული ადამიანები ერთმანეთისთვის, თანასოფლელები არიან, მეზობლები", - ამბობს ადვოკატი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი