26 დაკავებული პირი ანკარაში ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს. საერთაშორისო მედია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერტებული შტატები, გერმანია, რამდენიმე დასავლური ქვეყანა და რუსეთი მონაწილეობდნენ. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდნენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი, რუსი ოპოზიციონერი - კარა-მურზა და Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი.
ავტორი: დავით კობიძე