სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემის საქმე | მიმალვაშია პირი, რომელსაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდა. პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე ამბობს, რომ მიმალვაში იმყოფება ერთი პირი, რომელსაც განზრახი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

"მეორე პირი მიმალვაშია და უკვე ბრალდებულია, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებლად ბრალდების შესახებ დადგენილება და კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ ასევე სასამართლოს მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე. მას ვედავებით განზრახი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას", - თქვა ჩხეიძემ.

რაც შეეხება დაკავებულ დემეტრე რევაზაშვილს, მას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა დაკავებულს თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.

შემთხვევა გორის სოფელ ატენში 29 ივლისს მოხდა. ნაცემი კაცი კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი