მეუღლისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა | განცხადება 

გამოქვეყნდა:

მეუღლისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქ.ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით აიძულა ჩამჯდარიყო მის ავტომობილში, რასაც ორი პირი - გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ.

აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა მეუღლის და ზემოხსენებული ორი პირის მკვლელობა გადაწყვიტა, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანით მათი მიმართულებით გაემართა, რა დროსაც მეუღლემ მოახერხა გაქცევა, ხოლო გ.მ. და ს.ბ. ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდნენ, მათ შორის ს.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა შენიშნა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო და მას მეტალის ბასრი საგნით გამოეკიდა, დააგდო ძირს და რამოდენიმეჯერ მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ქ.ვ.-მ დანაშაული ბოლომდე ვერ განახორციელა, - წერს პროკურატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი