თბილისში დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ინფორმაციას მისი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უცნობია რას ედავებიან ჟურნალისტს. "მთავარი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რამდენიმე კვირის წინ სადიგოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს.
"მთავართან" საუბარში ის ყვებოდა, რომ არ განუმარტავთ, რატომ ეკრძალება მესამე ქვეყანაში, კერძოდ თურქეთში წასვლა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ საქართველოს ხელიუსფლება აზერბაიჯანის დავალებებს ასრულებს, სადაც ის ორჯერ იყო პატიმრობაში. მისი თქმით, აღარ გრძნობდა აქ თავს უსაფრთოდ და ამის გამო გადაწყვიტა მესამე ქვეყანაში წასვლა.
"ორჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით დამაპატიმრეს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მე როგორც პოლიტპატიმარი ისე მაღიარეს. პატიმრობაში ყოფნისას 242 დღე გრძელდებოდა ჩემი შიმშილობის აქცია, რადგან ეს პატიმრობა იყო დაკვეთით და უსამართლოდ", - ყვებოდა სადიოვი.