მკვლელობა თუ თვითმკვლელობა | გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი მიხეილ რუსიას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი მიხეილ რუსიას საქმეს თავდაყირა აყენებს და ოჯახს კითხვებს უჩენს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი, რომელიც ახლა იპოვეს.

14-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდგომ, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ტყეში მიხეილ რუსიას ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვა. ძებნა-შველის ოპერაცია ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

18 მარტს მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ტყეში მიხეილ რუსიას ოჯახის წევრებმა გაუჩინარებული კაცის საკუთრებაში არსებულ ავტომობილსაც მიაგნეს. ამ ადგილიდან დაახლოებით 20 მეტრში იპოვეს ცხედარი.  ცხედარს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები ჰქონდა. 

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ მიხეილ რუსია ჯერ კიდევ წინა დღეს ცოცხალი იყო. დასკვნაში ასევე აღწერილია ის დაზიანებები რომელიც მამაკაცს სავარაუდოდ სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული. 

გამოძიების მტკიცებას თუ დავეყრდნობით, კაცი შემთხვევის ადგილამდე საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი რომ თოვლიან და ტალახიან დღეს რუსიას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რატომღაც სუფთა იყო. მიხეილ რუსია და ამბობს, რომ კაცი გაუჩინარებამდე პოლიციის განყოფილებაში მისვლას და დანაშაულის აღიარებას გეგმავდა. თუმცა კონკრეტულად რაზე უნდა ესაუბრა სამართალდამცავებთან ოჯახმა არ იცის. იმ კითხვებზე პასუხების მისაღებად, რომელიც 32 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთან დაკავშირება ვცადეთ თუმცა უშედეგოდ.

ოჯახის მტკიცებით, უკვე მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საგამოძიებო უწყებამ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეცვალოს და დამნაშავეების ძებნა დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი