ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია და ქართვლემა ჯარისკაცებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ამ თემაზე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020" დასრულების ცერემინიაზე ისაუბრა.

საქართველო პარტნიორ ქვეყნებთად მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს, ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას - დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს.

ქართველმა ჯარისკაცებმა, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

"ღირსეული პარტნიორი 2020" სამხედრო სწავლება ვაზიანის ბაზაზე 7 სექტემბერს დაიწყო. ის საქართველოში მეხუთედ ჩატარდა. სწავლების მიზანი ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი