"ოჯახებში მოიკითხონ ზონდერები, მე მაგათ ვნახავ და დაველაპარაკები" | "მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, მუხრან ვახტანგაძე პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნდა:

თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი, ყოფილი სპორტსმენი მუხრან ვახტანგაძე, რომელსაც ოპოზიცია ხელვაჩაურის პოლიციის უფროს იაგო დავითაძეზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ოფილი მოჭიდავე ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი არხის ეთერში ისაუბრეს, "ნახვას და დალაპარაკებას" ჰპირდება.

"აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა, მე თქვენი სიუჟეტი ვნახე, სადაც 3 ადამიანმა გააკეთა კომენტარი. რას ადასტურებენ? არაფერი არ ყოფილა. ეს არის სრული სიცრუე. რაც შეეხება მირდატ ქამადაძეს და ვაჟა დარჩიას თავიანთ ოჯახებში მოიკითხონ ზონდერები. მე მაგათ ვნახავ აუცილებლად და დაველაპარაკები." - განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით საჯარო მოხელესა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის ქუჩური წესით საქმის გარჩევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი