ქუჩური წესით საქმის გარჩევა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ცემით დასრულდა. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსს, იაგო დავითაძეს, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი, მუხრან ვახტანგაძე ფიზიკურად გაუსწორდა. ახალსოფელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება არ დაწყებულა, "ქართულ ოცნებაში" არ სურთ გაანაწყენონ პირი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელეა, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიას ხმების მობილიზებაში ეხმარება. ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის პოლიციელის მუნდირის ღირსების დაცვაზე მნიშვნელოვანი, კრიმინალებთან დალაგებული ურთიერთობაა, ამიტომაც ნაცემ პოლიციელს უთხრეს, რომ ბოდიშით დაკმაყოფილებულიყო.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, ქეთა ციცქიშვილი