აშშ-ის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერება საქართველოს ხელისუფლებას | "ოცნების" ცრუ პროპაგანდა და პასუხი სტრატეგიულ პარტნიორს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების პასუხი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. შეერთებული შტატების მიერ "ოცნების" მთავრობისთვის 95-მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შეჩერებას "ოცნებაში" ისევ ჩვეული რიტორიკით პასუხობენ. პრემიერმინისტრი ამ გადაწყვეტილების გამო შტატებს აკრიტიკებს და ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არათუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას აპირებს, არამედ შემხვედრ ნაბიჯებს აქეთ შტატებისგან ელოდება. პარალელურად, ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო "ოცნების" ხელისუფლებას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება", - თქვა კობახიძემ.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი