აშშ საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს | ბლინკენის განცხადება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.

"23 მაისს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს საქართველოს ხელისუფლებას მოუტანდა.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. მანამ, სანამ ჩვენ, ამ ქმედებების გამო, საქართველოს ხელისუფლების დახმარებას ვაჩერებთ, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების დახმარებას, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებას.

ჩვენს, ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32-წლის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით დახმარება გაიღო, რამაც წვლილი საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადაამზადა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევროტლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით, - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი