მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა.
"მთავარ არხი" დაინტერესდა ფურცხვანიძის ვინაობით - იგი "სპუტნიკ საქართველოს" წარმომადგენელია.
დავით ფურცხვანიძე ადასტურებს, რომ კადრები თავად მოიპოვა და პირველწყარო უცხოეთის მოქალაქეა. თუმცა ის ამბობს, რომ მის სახელსა და გვარს საგამოძიებო უწყებაში არ დაასახელებს.
ცნობისთვის, "სპუტნიკ საქართველო" რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის ნაწილია და სწორედ ოკუპანტი სახელმწიფოდან ფინანსდება.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. გარდა ამისა, პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება.