რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება გვექნება - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ სატელიტის ფოტოებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დღეს, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტომასა დამონტაჟებული და ყალბია.

ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მთელი რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა.

პროკურატურამ დღეს ასევე გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. მათივე განცხადებით,  გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი