
ბანგლადეშის პარლამენტი დაითხოვეს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს იყო სტუდენტური პროტესტის კოორდინატორების მთავარი მოთხოვნა, რომლებმაც ბოლო ვადად ადგილობრივი დროით 15:00 საათი დაასახელეს.
სტუდენტური აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ სამხედრო ხელმძღვანელობით მთავრობას და თქვეს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი დათანხმდა იყოს დროებითი მთავრობის მთავარი მრჩეველი.
ცნობისთვის, გუშინ ბანგლადეშის პრემიერი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. ეს ხდება ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორშაბათს ხალხი შეიჭრა ჰასინას ოფიციალურ რეზიდენციაში, დედაქალაქში იყო ძარცვა და არეულობა. ქვეყნის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ იქნება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ახალი არჩევნები.