
ბანგლადეშის პრემიერმინისტრი, შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. მიიჩნევა, რომ ის გაემგზავრა ინდოეთში, თუმცა აღნიშნული ჯერ დადასტურებული არაა. მინიმუმ 90 ადამიანი დაიღუპა კვირას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას. ბოლო კვირების განმავლობაში დარუპულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.
სტუდენტური პროტესტი ივლისში დაიწყო საჯარო სამსახურის კვოტირების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ გადაიზარდა ჰასინას გადადგომის მოთხოვნებში, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია ხელისუფლებაშია.
პრემიერის გადადგომის შემდეგ ხალხი გამოვიდა ქუჩებში და ზეიმობდა გამარჯვებას, გაშალეს დროშები, დემონტრანტების ნაწილი ცეკვავდა ქუჩაში გაჩერებული ტანკის თავზე დედაქალაქ დაკაში, სადაც კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.
იმავდროულად, ბანგლადეშის Channel24-მა გადასცა კადრები, სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტების ნაწილი შეიჭრა პრემიერის რეზიდენციაში.
ბანგლადეშის არმიის უფროსმა ერს სატელევიზიით მიმართა და თქვა, რომ შეიქმნება დროებითი მთავრობა. მისივე თქმით, შეხვდება პრეზიდენტს და იმედოვნებს, რომ "გამოსავალი" დღის ბოლომდე მოიძებნება.
არმიის უფროსმა თქვა, რომ უკვე ესაუბრა ქვეყნის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას, უცნობია.