Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ეხმაურება თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები" და უზრუნველყოს მისი და მისი მეუღლის დაცვა, თუ ისინი ამისთვის მიმართავენ ქვეყანას.
"ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით", - აღნიშნულია განცხადებაში.
Amnesty International ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების მიმართ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო. იხილეთ ასევე: