რა დაკარგა ქვეყანამ "ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო | აშშ-ის, EU-სა და დანიის შეჩერებული პროგრამების ღირებულება ამ დროისთვის 380 მილიონ ლარს აჭარბებს

გამოქვეყნდა:

რა დაკარგა ქვეყანამ "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო - "რუსული კანონის" მიღებიდან 3 თვის თავზე, "რადიო თავისუფლებამ" შეაჯამა რომელი ქვეყნებიდან რა ოდენობის დახმარებას ვეღარ მიიღებს საქართველო. აშშ-ის, ევროკავშირისა და დანიის შეჩერებული პროგრამების ღირებულება ამ ეტაპზე 380 მილიონ ლარს აჭარბებს.

უფრო კონკრეტულად - დანიამ 28 მლნ ლარის დახმარება შეაჩერა, ევროკავშირმა - 88.5 მილიონი ლარის, აშშ-მ 265 მილიონი ლარის. გარდა ამისა, გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ წყვეტენ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 

"რადიო თავისუფლება" ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის 90-იან წლებში უცხოურ დახმარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად, 1995 წელს, ქაოსში ჩაფლული ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი სწორედ უცხოურ დახმარებაზე მოდიოდა. რეკორდული რაოდენობის უცხოური დახმარება შევიდა საქართველოს ბიუჯეტში 2008 წლის ომის შემდეგაც.

ფოტო: რადიო თავისუფლება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართული ოცნების" დეზინფორმაციის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა და აღნიშნა, რომ 2019-2024 წლებში, სამინისტროებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით, ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური დახმარება მიიღეს. 

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია მეორადი გავლენა, რადგან პროგრამების შეჩერების ფაქტებს გულდასმით აკვირდებიან პოტენციური და არსებული ინვესტორები, შესაბამისად რისკის წინაშე დგება უცხოური ინვესტიციებიც.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი