რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს. დატყვევების ფოტო და ვიდეო, რომლებშიც ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცები ჩანან, უკრაინულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
რუსეთის გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი ირწმუნება, რომ უკრაინელი სამხედროების წინსვლა შეაჩერეს, თუმცა ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ.