კურსკზე შეტევა გრძელდება | ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ვითარების გამო

გამოქვეყნდა:

6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ. როგორც BBC წერს, თავდაპირველად სასაზღვრო ზონაში ვითარების ესკალაცია და საზღვრის გარღვევა ისეთ მცელობას ჰგავდა, რომელიც გასულ წელსაც მოხდა, მაგრამ თუ ბრძოლის ინტენსივობით ვიმსჯელებს, ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულია. 

სამშაბათს ღამით კურსკის რეგიონს დრონებით დაესხნენ თავს - რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 26 დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს. დილით გავრცელდა ცნობები შეიარაღებული ჯგუფების მიერ რამდენიმე მიმართულებით გარღვევისა და სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ.

მსგავსი რამ მოხდა 2023 წელს, როდესაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა - რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა (ორივე გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთში და აიკრძალა) რეიდები განახორციელეს ბრიანკის, კურსკის და ბელგოროდის რეგიონებში. თუმცა თვითმხილველების თქმით, მიმდინარე გარღვევისას იყო დიდი რაოდენობით ჯგუფები, ჯავშანტექნიკა, მკაფიო კოორდინაცია სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი რაზმების მოქმედებების შესახებ.

პირველი ოფიციალური წყარო, რომელმაც კომენტარი გააკეთა საზღვრის გარღვევის შესახებ, იყო კურსკის ოლქის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის FSB-ის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა საზღვრის გარღვევის მცდელობა აღკვეთეს სუჯანსკის და კორენევსკის რაიონებში.

ამავე დროს, რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას კურსკის რეგიონში სასტიკი ბრძოლების შესახებ. ოთხშაბათს დილით ბლოგერებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება. "გასული ღამის განმავლობაში [მტერმა] ბრძოლაში ორი ბატალიონი გამოიყვანა. აქტიურად იყენებს არტილერიას. სუჯის მიმართულებით არის პროგრესი, ისევე როგორც გუშინ", - ნათქვამია "ტელეგრამ" არხზე "Архангел спецназа Z".

სამშაბათს, ომის მხარდამჭერმა "ტელეგრამა არხებმა" გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წინსვლის შესახებ სუჯას ჩრდილო-დასავლეთით. სოციალურ ქსელში კი რეგიონული ცენტრის დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა.

ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი. მსხვერპლთა რიცხვი მთელი დღის განმავლობაში იზრდებოდა, დილით ხელისუფლებამ 28 დაღუპულის შესახებ განაცხადა. გუბერნატორის განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომ სუჯანსკის რაიონზე თავდასხმის მსხვერპლი ხუთი ადამიანი გახდა.

ოთხშაბათს ღამით ქალაქი სუჯა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა, განუცხადა სამთავრობო, პროპაგანდისტულ "რიას" ქალაქის ხელმძღვანელმა, ვიტალი სლაშჩოვმა. აფეთქებები იყო ქალაქ კურჩატოვშიც, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სავარაუდოდ, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.

სამშაბათს ნაშუადღევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა საბრძოლო ზონაში რეზერვების განლაგების შესახებ, არმიის ავიაციის გამოყენებისა და 16 ერთეული უკრაინული ჯავშანტექნიკის განადგურებაზე. უწყება ამბობს, რომ ოპერატიულ-ტაქტიკური და თავდასხმის თვითმფრინავები თავს დაესხნენ "მტრის" ძალების კონცენტრაციებს სუმის რაიონის სოფლების ბასოვკას, ჟურავკას, ხოტენის, იუნაკოვკას, ბელოვოდისა და ხრაპოვშჩინის რაიონებში.

საღამოს რუსეთის უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. ეს შეტყობინება მალევე წაიშალა. 

უკრაინას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა სუჯანსკის რაიონში. მაგრამ დილით, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კვლავ გააფრთხილა მოქალაქეების კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხის შესახებ და მოუწოდა მცხოვრებლებს სისხლის დონაციისკენ "სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარების გამო".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი