
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებმაც კურსკის ოლქში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) მიიღებენ - რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ამის შესახებ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინ თათბირზე თქვა.
"ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერმინისტრს... ვთვლით, რომ უნდა გადაწყვიტოთ და ერთჯერადად გადაიხადოთ 10 ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ", - თქვა პუტინმა.