"ეს ქართველი ხალხის გვერდში დგომის პირდაპირი სიგნალია" | "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია ჯინ შაჰინის ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"ეს ქართველი ხალხის გვერდში დგომის პირდაპირი სიგნალია", - ასე ეხმაურებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს.

"სენატორი შაჰინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი სენატორი და საქართველოს მიმართულებით ის მუშაობს უკვე ათეულობით წელია. შაჰინი ჩამოდის საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის წერილის ასე ვთქვათ, ფონზე. ნუ, გასაგებია, რაც იქნება ამ ვიზიტის ძირითადი შინაარსი. ოპოზიციასაც გვაქვს შეხვედრა. ხვალ, დღის მეორე ნახევარში. ჩვენ ვნახავთ, მოვისმენთ მანამდე წინასწარ ამის განხილვა არ ღირს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"შაჰინის ვიზიტიც არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაშიც არის ძალიან ინტენსიური არჩევნები. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს. ძალიან ძლიერმა, მსხვილმა სენატორმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. ეს არის პირდაპირი სიგნალი ქართველი ხალხის გვერდში დგომის. ქართველი ხალხი, რომელიც მიდის ევროპისკენ, ამ მხარდაჭერას იღებს და მიიღებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არის ძალიან საშიში. კონკრეტულად საშიში ძალიან მერკანტილური თვალსაზრისით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს ელენე ხოშტარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი