აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია საქართველოში და ბაიდენის წერილი ზურაბიშვილს | სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის გზავნილები და ვიზიტის დეტალები

გამოქვეყნდა:

მთავარი პოლიტიკური ვიზიტი არჩევნების წინ - შეერთებული შტატების ორპარტიული დელეგაციის ჩამოსვლა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილი, შესაძლოა, ქართული პოლიტიკური ველის გადატრიალების წინაპირობად იქცეს. ბაიდენი სალომე ზურაბიშვილისადმი გზავნილში პირდაპირ წერს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რუსული კანონითა და დეზინფორმაციული კამპანიით იმედგაცრუებულია.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი კი უკვე საქართველოს დედაქალაქში არ დამალავენ პოლიტიკურ პრეფერენციებს - თუმცა ჯერ დაგეგმილია შეხვედრები. პრეზიდენტთან, პრემიერთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების ნაწილი უკვე გაიმართა და ალბათ უკვე უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზუსტად მთავარი პოლიტიკური პარტნიორების პოზიცია საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ურთიერთობების ისტორია გვაჩვენებს, რომ სწორედ სენატორი შაჰინია ის ფიგურა, რომელიც საქართველოში გარდამტეხ მომენტებში ჩამოდის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი