"განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია... მათი ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის დასტურია" | პრეზიდენტი შაჰინსა და ტერნერთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება... მათი ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის დასტურია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, - დაწერა ზურაბიშვილმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი