საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა კიდევ ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსანი ლაშა ტალახაძე. მან ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა. პირველი ადგილი დაიკავა და ოლიმპიური ჩემპიონია თავისუფალი სტილით მოჭიდავე - გენო პეტრიაშვილიც. მან ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედალები მოიპოვეს მსოფლიო სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა და ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მოკრივე ლაშა გურული. სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა 7 მედალით დაასრულა.