"ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები... ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება" | ეროვნული მუზეუმის განცხადება

გამოქვეყნდა:

"ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები... ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაშია საუბარი. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება. 

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები - საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. 

აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება. 

ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას, - წერია განცხადებაში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი