
ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიის ბოსები საკუთარ რიგებში გამყიდველს ეძებენ. ჰელსინკის კომისიის ღია ბრალდებამ "ქართულ ოცნებაში" უკიდურესი დაძაბულობა წარმოქმნა. ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება ჰყავს. რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება ამ განცხადებას ჯერ უცნობია, თუმცა ორი კვირის წინ იგივე ჰელსინკის კომისიამ წერილით მიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა. ლაპარაკია ფინანსურ სანქციებზე, რომლებიც უკვე აშკარად ემუქრება ოლიგარქს და მმართველი პარტიის წევრებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი