"ოპოზიციის შევიწროებისთვის "ოცნება" თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.
"თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს", - წერს ჰელსინკის კომისია.