ბათუმში ნაგავსაყრელის შემოღობვისთვის 326 687 ლარი დაიხარჯება

გამოქვეყნდა:

ბათუმში ნაგავსაყრელის შემოღობვისთვის 326 687 ლარი დაიხარჯება - როგორც ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" წერს, ამისათვის თანხას ქალაქის მერია ბიუჯეტიდან გამოყოფს. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს.

პროექტის მიხედვით, ნაგავსაყრელი 2,2 კილომეტრი სიგრძის ლითონის ღობით შემოიღობება.

ფოტო: "ბათუმელები"

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი