"ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს..." | კობახიძე, ოლიმპიელების დაჯილდოებაზე, პრეზიდენტს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს...", - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება სახალხო ზეიმი უნდა იყოს და სექტემბერში დიდ შეკრებასაც აანონსებს.

პარალელურად, პარიზიდან დაბრუნებული სპორტსმენების დაჯილდოებას მთავრობა დღეს დახურულ სივრცეში აპირებს. 

"ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით, მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ... ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება... ხალხის, მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის ხალხის რისხვას, საბოლოო ჯამში, ვერ გადაურჩება, მე ასე მგონია. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი