"ოცნების" რუსული საქმე | გაეროს უშიშროების საბჭოს ხმაურიანი სხდომა და ოლიგარქის ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით კმაყოფილი კრემლი

გამოქვეყნდა:

გაეროს უშიშროების საბჭოს ხმაურიანი სხდომა, სადაც საქართველოს საკითხი იხილებოდა, ოლიგაქრის ხელისუფლებისა და კრემლის მჭიდრო თანამშრომლობის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებულებად იქცა. "ქართული ოცნების" მორიგმა მოღალატეობრივმა და ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებამ პუტინის რეჟიმს საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოში 2008 წლის მასშტაბური სამხედრო ინტერვენციის გამართლების საშუალება კიდევ ერთხელ მისცა.

სწორედ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს ოფიციალური განცხადებით იხელმძღვანელა და ციტატები მოიშველია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა და ის გაეროს იმ წევრ ქვეყნებზე თავდასხმისთვისაც გამოიყენა, რომლებიც საქართველოს პოზიციას იცავდნენ. თუმცა ამით სამშობლოს გაცხადებული ღალატი არ დასრულებულა. ქვეყნის პრემიერმინისტრი დღეს მედიასთან 2008 წლის ომის დაწყებაში ისევ საკუთარი ქვეყნას ადანაშაულებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი