"ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის შანსი არ არსებობს", - ამის შესახებ ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს. ჟიგიმანტას პავილიონისი აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებს, რომელმაც ქვეყნის საგარეო კურსი და ევროპული მომავალი უნდა გადაწყვიტოს. პავილიონისმა "ოცნების" ხელისუფლების რიტორიკის საპასუხოდ კიდევ ერთხელ ხაზგაზმით აღნიშნა, რომ ქვეყნის დღევანდელი საგარეო კურსით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არც 2030 წლისთვის გაიღება, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას ევროპულ გაერთიანებაში მოკავშირე უნგრეთის პრემიერი გარდა არავინ ჰყავს, ევროკავშირს კი საკუთარ რიგებში კიდევ ერთი ორბანი და პუტინი არ სჭირდება.